Ֆորում | Զրուցարան | Օրագրեր | Ակումբներ | Ծանոթություններ | Խաղեր | Լուս. ալբոմներ | Գեղեցկության մրցույթ Օգտվող Ռադիո
Էջանշան դնել Դարձնել սկզբնական   
Իմ անձնագիրը
Զրույց
Ժամանց
Օգտակար
Տեղեկություն
Ծառայություններ
Լեզուներ
Գովազդ
    new
Երկուշաբթի, 18 Օգոստոս 2008 Տարեկան
15:28     Ավելացնել գրառումը մեջբերման պահոցում  
აშენებაა ძნელი თორემ,ნგრევას რა უნდა...
გამთელებაა ძნელი თორემ,მსხვრევას რა უნდა...
გაცოცხლება თქვი თორემ სიკვდილს? წამები უნდა...
სიკეთე მითხარ,ბოროტება? არავის უნდა.
მე ღმერთს ვადარებ,ვინც დანგრეულ გულებს ამთელებს...
ვინც კი არ ანგრევს,სიყვარულის ტაძარს აშენებს...
მე მზეს ვადარებ, ვინც სიკეთის ნერგებს აცოცხლებს...
ვინც თბილი გულით მომაკვდავსაც კი გააცოცხლებს..


 

Ավելացնել մեկնաբանություններ Մեկնաբանություն: 5  (19 Ապ. 2011 03:56)
15:26     Ավելացնել գրառումը մեջբերման պահոցում  
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს,
ყველაზე მოწყენილ დღეს,
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს
უფსკრულს,ბილიკსა და გზას,
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ყველა გზააბნეულ მგზავრს,
ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს,
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს,
ყველაზე დაჩაგრულ გულს,
ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზადაკარგულს ერთს,
ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის
მადლი მოვახსენოთ ღმერთს.


 

Ավելացնել մեկնաբանություններ Մեկնաբանություն: 1  (14 Մարտ 2009 08:24)
15:24     Ավելացնել գրառումը մեջբերման պահոցում  
გამიგონია ლექსს,რომ წერდნენ თურმე ლოთები
მუზად წინ ედგათ,შავი ღვინით სავსე ბოთლები
თითო სტრიქონზე,ერთ ფიალა ღვინოს შესვამდნენ
ამ დალოცვილი სითხით ალბათ ტვინს ილესავდნენ.

მუზას ღალატი არ სცოდნია იყო ულევი
ლოთებმაც შექმნეს პოეზია გამოულევი
ჩვენს სამშობლოზე,სიყვარულზე,ლამაზ ქალებზე
იმედის სხივით განათებულ ბავშვის თვალებზე.

სწორედამიტომ დასაგმობი არ არის ლოთი
ფხიზელს ნასვამზე მეტად უყვარს ჩხუბი და შფოთი
ღვინო მუზაა სიყვარულის არის მდინარე
ლექსიც იქმნება მის გემოდან გამომდინარე.

შუა ქლაქში ჩაძინებულს თუ ნახავთ ბოთლით
მას მათხოვარი არ უწოდოთ ლოთია-ლოთი
მიეცით ხურდა არ დაუწყოთ,ლანძღვა და გმობა
ის პოეტია და პოეტად ლოთობამ შობა.

არც მეფეები არ ყოფილან ღვინოსთან მწყრალად
მათაც უყვარდათ დალეულზე ლექსი და შფოთი,
დაიმახსოვრეთ ქვეყანაზე ვერ იარსებებს
პოეზიაზე დიდი მეფე და დიდი ლოთი.


 

Ավելացնել մեկնաբանություններ Մեկնաբանություն: 4  (20 Փետ. 2011 04:07)
15:20     Ավելացնել գրառումը մեջբերման պահոցում  
შორიდან ისე შემომეპარე როგორც, ალვის ხეს, ცელქი ნიავი,
უცებ ვერ მივხვდი რა ქარი ქროდა, ან რად დამეწყო გულის ფრიალი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი.
ჩვენმა თვალებმა შეხედეს ერთურთს, მაშინ გამოჩნდა ერთი მიზანი,
იმედი ვიგრძენ, ჩუმად გიგულე, მერე უეცრად გაუჩინარდი,
არც დამეთანხმე, არც უარი თქვი და მეც დამტოვე გაუცინარი.
თუ მღვიძავს, შენზე ფიქრები მადნობს, შენ მესიზმრები თუ ვარ მძინარი,
ნეტავ საიდან გამომეცხადე, რა ხარ ასეთი ვერ შეგიცანი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი.


 

Ավելացնել մեկնաբանություններ Մեկնաբանություն: 0
15:18     Ավելացնել գրառումը մեջբերման պահոցում  
სანამ ცოცხალი ვარ ,
სანამ კვლავ ვარსებობ ,
სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე ,
მანამ გამიფრთხილდი ,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა ,
სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი,
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო ,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია,
სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი,
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა ,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს ,
აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვის სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს
და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი ,
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე
მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო ,
თორემ ცრემლების ღვრა ,
როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

 

Ավելացնել մեկնաբանություններ Մեկնաբանություն: 0
15:13     Ավելացնել գրառումը մեջբերման պահոցում  
გიყვარდეს სანამ შენც უყვარხარ ამ ქვეყნად ვინმეს,
სანამ მაისის ყვავილებით დღეა გამთბარი,
სანამ ჯერ კიდევ მოსვლის პირი არ უჩანთ ყინვებს
და სილამაზეს არ ეწვია შენსას ზამთარი.
გიყვარდეს, სანამ შეგიძლია კიდევ გაფურჩქვნა,
როგორც ნაზ ყვავილს, მზის ამოსვლა დღეს რომ აუწყო,
გიყვარდეს სანამ სილამაზე თვალს არ დაუჭკნა
და შუბს ნაოჭით გადახაზვა დრომ არ დაუწყო.
ხომ იცი აისს თან მოჰყვება მუდამ დაისი,
ცაც იღრუბლება და თუ ვარდებს ბაღში გაახმობ,
ცივი ზამთარით შეიცვლება ტურფა მაისი,
და შენ დაკარგავ სულ ყველაფერს რითაც ამაყობ.
თორემ ხეებმა ყვავილები თუ დაიყარეს,
ცარიელ ღეროს აღარავინ არ შეიყვარებს.

 

Ավելացնել մեկնաբանություններ Մեկնաբանություն: 0
15:10     Ավելացնել գրառումը մեջբերման պահոցում  

გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა.
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.


 

Ավելացնել մեկնաբանություններ Մեկնաբանություն: 2  (21 Հոկ. 2011 08:27)
15:07     Ավելացնել գրառումը մեջբերման պահոցում  
'ბოლო სიტყვა'' არ ვიტყოდი იმას,რასაც არ ვფიქრობ,მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას , რასაც ვამბობ. დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას.
ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!

თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც.

ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა.

ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ სძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახვებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას.
ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.

ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ", თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...

ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოდ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ.

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდლი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა "ვწუხვარ", "მაპატიე", "გეთაყვა", '"გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით.

შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის."
 

Ավելացնել մեկնաբանություններ Մեկնաբանություն: 1  (25 Դեկ. 2008 23:58)

Մենյու
Իմ օրագիրը
Իմ մեկնաբանությունները
Էջանշան
Մեջբերումների պահոց

Ամենա ... օրագրերը
Ամենա ... գրությունները

Օրագրերի ժապավեն
Պատահական օրագիր
Պատահական գրություն

Օրագրի հեղինակը:
  _sali_


 Անձնագիր
 Անձնական հաղորդագրություն
 Հյուրատետր

Հարցումներ

Ոչ մի նոր հարցում
 
Ցուցադրել բոլոր հարցումները

«   Փետրվար 2012   »
ПнВтСрЧтПтСбВс
0102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
272829

 Մշտական ընթերցող: 
ավելացնել ինքներտ ձեզ
ավելացնել ինքներտ ձեզ

 Ստատիստիկա: 
Այսօր
  այցելուներ 14
  դիտարկում 15
Երեկ
  այցելուներ 9
  դիտարկում 11
Այս շաբաթվա մեջ
  այցելուներ 113
  դիտարկում 128
Այս ամսվա մեջ
  այցելուներ 181
  դիտարկում 203
Այս տարվա մեջ
  այցելուներ 630
  դիտարկում 696

  Կարդացողներ 0
  Գրառումներ 8
  Մեկնաբանություններ 13
Մանրամասնորեն

RSS

RSS Feed: leksebi
 

Գովազդ